საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: "ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“

13-15 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ - ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ - ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები.“   კონფერენცია   მიხეილ ყიფიანსა და კოსტა ხეთაგუროვს  ეძღვნება. 

ჩატარების ადგილი : საქართველო , თბილისი

  მოხსენებების თემატიკა :

პლენარური სხდომა :  მიხეილ ყიფიანი და კოსტა ხეთაგუროვი

კონფერენციაზე იმუშავებს ექვსი სექცია და მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის :

1.   ლიტერატურათმცოდნეობა , ენათმეცნიერება ,   ლექსიკოლოგია ;

2.    ფოლკლორისტიკა , ეთნოლოგია , ისტორია , არქეოლოგია ;

3.   ფილოსოფია , ეთიკა , რელიგია ;

4.   კულტურა და ხელოვნება ;

5.   ინტერდისციპლინური კვლევები ;

6.   მედია და მასობრივი კომუნიკაცია .

  

მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის

კონფერენციის მიზანია  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის , „ ქართულ - ოსური ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები “  მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ - ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას , თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს .

კონფერენციას დაესწრებიან და მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები , ახალგაზრდა   მკვლევრები , სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები , კონფლიქტოლოგები , ექსპერტები , ჰუმანიტარული , სოციალურ - პოლიტიკური დარგების მკვლევრები .  

 

მიმართულებები :

ფოლკლორი ,   ლიტერატურა , ენათმეცნიერება , ისტორია , ფილოსოფია , რელიგია , არქეოლოგია , ეთნოლოგია , კულტურის კვლევები ,   ხელოვნებათმცოდნეობა , კონფლიქტები , მედია , მიგრაცია .

 

სამუშაო ენები :

ქართული , ოსური , ინგლისური , რუსული .

 

კონფერენციის რეგლამენტი :

მოხსენება - 15 წუთი ;

მსჯელობა - 10 წუთი ;

 

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი :

  მოხსენება ;

დასწრებული და დაუსწრებელი მონაწილეობა .

 

გთხოვთ კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები გამოგზავნოთ 201 9 წლის 31 აგვისტომდე,  მისამართზე : gorc.conference2019@tsu.ge

 

კონფერენციის წინასწარი პროგრამა :

13 ოქტომბერი - კონფერენციის გახსნა , მისალმებები

  პლენარული სხდომა;

  სექციური მუშაობა ;

14 ოქტომბერი - სექციური მუშაობა; სტუმრად   ეთნოგრაფიულ   მუზეუმში:   ოსური სახლი;

15 ოქტომბერი - კულტურული პროგრამა : ექსკურსია კახეთში , სახალხო დღესასწაული კოსტაობა “ ( ლაგოდეხის რაიონი , სოფ . არეშფერანი )

 

  სააპლიკაციო ფორმა

სახელი _______________________________________________________________________

გვარი _______________________________________________________________________

სამუშაო ადგილი ___________________________________________________________________

თანამდებობა ____________________________________________________

_____________________________________________________________________

მოხსენების სათაური ________________________________________________________________

_______________________________________________________________________

მობილური _______________________________________________________________

მისამართი , ელ . ფოსტა , ტელეფონის ნომრები

 

________________________________________________________________

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 


თეზისების გაფორმების წესი :

ფონტი : Sylfaen, Times New Roman

ზომა :     12

ინტერვალი : 1,5

მოცულობა : მაქსიმუმ 1 გვერდი   (250   სიტყვა )

თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს ,   მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ   201 9 წლის 10 სექტემბერს .

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის სერტიფიკატები კონფერენციაში მონაწილე მომხსენებელთათვის არ არის დაწესებული სარეგისტრაციო გადასახადი .   კონფერენციის თეზისები და წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდება .

საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები :  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ - ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო - კვლევითი ცენტრი თბილისი , ქეთევან წამებულის 55, ოთახი N 115.

 

საკონტაქტო პირი : ნაირა ბეპიევი   ტელ .:   +995599101164;

ელ . ფოსტა : gorc.conference201 9 @tsu.ge

 

 

 

 

თარიღი: 12/06/2019